აფეთქება ბათუმში (ვიდეო)

2017-08-16 14:30:54

აფეთქება ბათუმში. გავრცელებული ინფორმაციით, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე ბუნებრივი აირის ავზები აფეთქდა, რის შედეგადაც ცეცხლი რამდენიმე საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო, საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, არიან დაშავებულები, ერთ-ერთი მოქალაქე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნახეთ ვიდეო.

წყარო: აჭარის ტელევიზია