რუსთავის პოლიციამ 4 ახალგაზრდა დააკავა [video]

2021-10-05 00:02:19

რუსთავის პოლიციამ 4 მამაკაცი დააკავა. [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, საქმე ეხება მესხიშვილის ქუჩაზე მომხდარ ინცინდენტს, რომლის დროსაც ახალგაზრდებმა ჯგუფურად კომერციული ობექტების თანამშრომლებს სცემეს.

როგორც საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, მომხდარზე დაკავებულია 4 ახალგაზრდა კაცი, რომელთაგან სამს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე (ძალადობა და მასში მონაწილეობა), ერთს კი 225-ე და 178-ე (ძარცვა) მუხლებით აქვთ წარდგენილი.

შეგახსენებთ, რამდენიმე პირმა მესხიშვილის ქუჩაზე მდებარე საშაურმეში შეჭრა და თანხის წაღება სცადა, რასაც ადგილზე ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.