ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება რუსთავში [video]

2021-10-01 00:00:53

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე ინცინდენტი მოხდა. [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, რამდენიმე პირმა მესხიშვილის ქუჩაზე მდებარე საშაურმეში შეჭრა და თანხის წაღება სცადა, რასაც ადგილზე ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

როგორც თვითმხილველებმა საინფორმაციო სააგენტოს განუცხადეს, ახალგაზრდები არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ. მათივე თქმით, მას შემდეგ, რაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ პირებს წინააღმდეგობა გაუწიეს, ისინი საშაურმეში და იქვე მდებარე ობიექტებში დასაქმებულ პირებს ფიზიკურად გასუწორდნენ. ნაცემია მამაკაცი და ქალი, რომელსაც სკამი ჩაარტყეს.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდებმა ჩხუბის შემდეგ ტერიტორია დატოვეს, ადგილზე პოლიციის გამოჩენისას კი, დაბრუნდნენ და იქ შეკრებილი პირების მიმართ მუქარა განაგრძეს.

არსებული ინფორმაციით პოლიციამ 10-მდე პირი დააკავა.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები