რუსთავის ცენტრში ავტომობილი გატეხეს

2021-07-28 18:18:26

ქურდობის შემთხვევა ქალაქის ცენტრში. რუსთავში, კოსტავას გამზირზე, "ფორდი"-ს მარკის ავტომობილი გატეხეს.

როგორც დაზარალებულმა ინფო რუსთავს განუცხადა, მანქანიდან წაღებულია 1 ლეპტოპი, 2 აიპადი და ფული.

დაზარალებულის თქმით, კოსტავას გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე ბოლო დღეებში ქურდობის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა.