ჩინეთში აბორტები აკრძალეს

2021-09-27 18:39:24

ჩინეთის ხელისუფლებამ არასამედიცინო ჩვენებებით აბორტების რიცხვის შემცირება გადაწყვიტა. შესაბამისი პუნქტი ახალ სახელმძღვანელო პრინციპებშია მოცემული, რომელიც ჩინეთის მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ხელისუფლების განცხადებით, ეს ზომები ფეხმძიმობის დროს სამედიცინო სერვისებისადმი ქალების წვდომის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული და "ქალების ჯანმრთელობისთვის" შეიქმნა.

ექსპერტების თქმით, აბორტების შეზღუდვა ქვეყანაში შობადობის შემცირებასაც უკავშირდება. მანამდე ჩინეთის ხელისუფლებამ ოჯახებს სამი ბავშვის ყოლის უფლება მისცა.

მანამდე, 11 მაისს, ცნობილი გახდა, რომ 2020 წელს, მაშინ როდესაც კორონაპანდემია დაიწყო, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 21 მილიონს გადააჭარბა და არნახული მსოფლიო კრიზისი შექმნა, ჩინეთის მოსახლეობა 0.83% -ით გაიზარდა და 1.41178 მილიარდს მიაღწია. ამის შესახებ სახელმწიფო სტატისტიკის სამსახური იუწყება. 2019 წელს ქვეყნის მოსახლეობა 1.40005 მილიარდი იყო. 2010 წელთან შედარებით კი ჩინეთის მოსახლეობა 72,06 მილიონით (5,38% -ით) გაიზარდა.

ამასთან, მონაცემებმა აჩვენა, რომ მოსახლეობის დაბერების და შობადობის შემცირების ტენდენცია აღინიშნება. გასულ წელს ჩინეთში 12 მილიონი ბავშვი დაიბადა, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია, ვიდრე ერთი წლით ადრე. ეს იმის მიუხედავად, რომ 2016 წელს დაქორწინებულ წყვილებს ოფიციალურად მეორე შვილის გაჩენის უფლება მიეცათ.

ამ ფონზე, ძველი თაობის ადამიანების წილი პროგნოზირებულად გაიზარდა - თუ 2010 წელს 65 წელს გადაცილებული ჩინელები ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 8.9% -ს შეადგენდნენ, ახლა ეს პროპორცია 13.5%-მდე გაიზარდა. მთელი რიგი პროგნოზების თანახმად, 2030 წლის შემდეგ შობადობის ამჟამინდელი შენარჩუნების პირობებში, ჩინეთში სამუშაო ხელის მწვავე დეფიციტი გაჩნდება, რაც ჩინეთის ხელისუფლებას შობადობის წახალისებისკენ უბიძგებს.