რუსთავში ნარკოდამნაშავე დააკავეს (ვიდეო)

2017-08-15 11:24:02

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული ე.ი. რუსთავში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებლის ჩხრეკისას, 294 შეკვრად დაფასოებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება - ე.წ. „ბიო“ ამოიღეს.

გამოძიება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით). ნახეთ ვიდეო.