ა(ა)იპ "რუსთავის იურიდიული დახმარების ცენტრი"-ს დირექტორი იოსებ შველიძე დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. სოსო შველიძე "ინფო რუსთავთან" აცხადებს რომ - "14 ნოემბერს მერიის აპარატის უფროსმა ნინო ნიკოლავამ დამიბარა და მთხოვა განცხადების დაწერა. დავწერე განცხადება გათავისუფლებაზე, მაგრამ შემდეგ უკან გამოვითხოვე ჩემი განცხადება, კანომდებლობა ამბობს რომ განცხადების გამოხმობა უნდა დაკმაყოფილდეს. შემდეგ მითხრეს რომ სახლში მოგივა ფოსტის მეშვეობით. იურიდიულად ჩემი გათავისუფლების უფლება მხოლოდ მერს შეუძლია, რადგან ააიპ-ი აპარატს არ ექვემდებარება. გათავისუფლების მიზეზი არავის უთქვამს, მეც მაინტერესებს რატომ გამათავისუფლეს". რუსთავის მერის აპარატის უფროსი ნინო ნიკოლავა "ინფო რუსთავთან" ინტერვიუში ამბობს, რომ -"ააიპ-ის დირექტორმა იოსებ შველიძემ გათავისუფლების შესახებ საკთარი განცხადებით მოგვმართა, ჩვენ დავაკმაყოფილეთ მისი განცხადება, იმავე დღეს დასარეგისტრირებლად გადავგზავნეთ საჯარო რეესტრში და ააიპ-ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად მისი ყოფილი მოადგილე დავნიშნეთ". აპარატის უფროსი ასევე აცხადებს რომ მერიიდან ისინი თავად დაუკავშირდნენ სოსო შველიძეს რომ ბრძანება მზად იყო და ჩაებარებინა, თუმცა მან ამის შემდეგ მისი სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების შეჩერება მოითხოვა, რაც უკვე დაგვიანებული იყო.