სპეცოპერაცია ქვემო ფონიჭალაში (ვიდეო)

2017-08-14 23:07:20

ქვემო ფონიჭალაში სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულები. პოლიცია და  სპეციალური დანიშნულების ჯგუფი ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ნარკოტიკულ საშუალებებს ეძებდა. "ინფო რუსთავის" ჟურნალისტი სპეცოპერაციის ადგილზე იმყოფებოდა, დაახლოებით 1 საათიანი ღონისძიების შემდეგ სამართალდამცავებმა ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვეს. შსს-ში ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ რომ - "ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს." ნახეთ ვიდეო.

შეგახსენებთ რომ შსს-მ ბოლო 5 დღის მანძილზე ქვემო ფონიჭალაში უკვე ორჯერ ჩაატარა სპეცოპერაცია. იგივე უბანში სამართალდამცავებმა ძმები ჯაფაროვები დააკავეს.