ცხოველთა უფასო ვაქცინაცია

2021-09-26 14:59:43

28 სექტემბერს, ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შინაური ცხოველების უფასო ვაქცინაციის აქცია გაიმართება. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დღე ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსის ინიციატივითა და მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზებით დაგეგმა.

შინაური და მიკედლებული ცხოველების, ძაღლებისა და კატების უფასო ვაქცინაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებში, სააგენტოს რეგიონულ ოფისებთან გაიმართება.