მასწავლებლებს შეუძლიათ 1-წლიანი შვებულება აიღონ

2021-09-26 12:13:19

საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების პირობების მიხედვით, სკოლა ვალდებულია მასწავლებელს მისცეს ანაზღაურებადი შვებულება, რომლის წესიც გაწერილია. კერძოდ:

1. მასწავლებლის შვებულებაში წასვლის უფლება წარმოიშობა მუშაობიდან 11 თვის შემდეგ. სკოლის დირექტორთან შეთანხმებით მასწავლებელს შვებულება შეიძლება მიეცეს ამ ვადის გასვლამდეც.

2. მასწავლებელს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სკოლის დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება მიეცეს ანაზღაურებადი შვებულება წელიწადში 24 სამუშაო დღეზე მეტი ვადით, რაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს შრომით ხელშეკრულებაში.

3. მასწავლებელს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ეძლევა ანაზღაურების გარეშე შვებულება არანაკლებ წელიწადში 15 კალენდარული დღისა.

თუმცა, არის კიდევ ერთი პუნქტი, რომელიც მასწავლებლისთვის 1 წლიან არაანაზღაურებად შვებულებას ითვალისწინებს, სამსახურის შენახვის პირობით.

„კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობით, რისთვისაც 6 წელიწადში ერთხელ სკოლა ვალდებულია მისცეს ანაზღაურების გარეშე შვებულება 1 წლამდე ვადით, სამუშაო ადგილის შენარჩუნებით“