ქუთაისში, ჭომის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევას 8 თვის ბავშვი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა წინ მიმავალ ავტომობილს შეეჯახა, რომელშიც ცოლ-ქმარი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა.
ავარიის შედეგად ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა, დედა კი სახის ძვლების მოტეხილობით კლინიკაში გადაიყვანეს.
მას ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ოპერაცია ჩაუტარდა. ამჟამად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია