კომპანია "რუსთავის წყალი" განცხადებას ავრცელებს

2021-09-25 17:44:28

 

27 სექტემბრიდან რუსთავის წყლის სერვის ცენტრში მომხმარებლების მიღება განახლდება.

კომპანია რუსთავის წყალი, ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებითა და დაცვით, 27 სექტემბრიდან სერვის ცენტრში მომხმარებლების ადგილზე მიღებას განაახლებ.  კომუნალური მომსახურების მიღება შესაძლებელი იქნება რუსთავის წყლის სერვის ცენტრში. 

ნებისმიერი განცხადებისა და დოკუმენტაციის გაგზავნა ასევე გრძელდება დისტანციურად: რუსთავის წყლის ელექტრონულ ფოსტაზე - online@rwc.ge

სერვის ცენტრისა და დისტანციური  მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის - 22 00 11 და ფეისბუქ ჩათის საშუალებით.