83 წლის ქმარმა ცოლი მოკლა. შემთხვევა გუშინ მოხდა. მეზობლების თქმით, ქმარმა ცოლი საკუთარ სახლში, სანადირო თოფით, ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, ცოლმა ქმარს წარსულში ღალატის შესახებ მოუყვა და დასძინა რომ ახლაც უღალატებდა. შსს ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი დაკავებულია. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1954 წელს დაბადებული მეუღლეს თ.ბ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11პრიმა-108-ე მუხლით მიმდინარეობს.