რომელი ობიექტი დაჯარიმდა 1000 ლარით

2021-09-24 12:45:16

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფმა ქ.თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე ობიექტი „შპს ვარძია“ (ს.კ 201953831) შეამოწმა.

სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები - სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა,  რის გამოც, „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ 68-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ბიზნესოპერატორს შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაჯარიმდა 1000 ლარით.

გარდა ამისა, ბიზნესოპერატორი საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე (64-ე მუხლის 1-ლი ნაწილი).

"შპს ვარძია“ საქმიანობის გაგრძელებას კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრისა და  ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ შეძლებს.