თიანეთში 62 წლის მამაკაცი მოკლეს.
მოკლულს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ის სოფელ ქვემო ალვანის მკვიდრია და თიანეთში მწყემსად მუშაობდა.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1995 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავა.
ერთ-ერთი ვერსიით, შემთხვევამდე მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც ახალგაზრდა მამაკაცმა თანასოფლელს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ახალგაზრდა კაცს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.