„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია ევროკავშირის ოფისთან ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
კობახიძემ და მელიამ ერთმანეთს შეურაცხმყოფელი რეპლიკებითაც მიმართეს.
პოლიტიკოსები მედიასთან კომენტარს აკეთებდნენ, როცა ნიკა მელია კობახიძესთან მივიდა და პასუხი მოსთხოვა "ოცნების"ლიდერების განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც დმანისში ოპოზიციის მხარდამჭერებმა ერთმანეთი დაჭრეს.
კობახიძე ტერიტორიას დაცვის წევრებმა განარიდეს.
ფოტო: "ნეტგაზეთი"