გუშინ ისლანდიაში, მდინარე ჰვითაში ცხედარი იპოვეს. არსებობს ვარაუდი რომ შესაძლოა ცხედარი 19 ივლის გაუჩინარებლი რუსთაველი, 22 წლის ნიკა ბეგაძეა. ამ დროისთვის საქმეზე ძიება მიმდინარეობს, ცხედარს კი ექსპერტიზა უტარდება. განცხადებას აღნიშნულის შესახებ ისლანდიის სამხრეთ პოლიციის დეპარტამენტი, საკუთარ facebook გვერდზე აქვეყნებს.
რუსთაველი ნიკა ბეგაძე მეორე წელია ისლანდიაში, ქალაქ რეიკიანესბერგში ცხოვრობდა.
ნიკა ბეგაძე ვიდეო კამერებმა ბოლოს 19 ივლისს, გულფოსის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე დააფიქსირეს. ჩანჩქერისა და მდინარის ტერიტორიაზე პოლიციამ ნახა ავტომანქანა, რომელიც მის მეგობარ გოგონას ეკუთვნოდა, ასევე ნანახია მისი პირადი ნივთები და შუაზე გადატეხილი ტელეფონი.