ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციამ რუსთავში, თბილისის ქუჩის #9-ში იურიდიული დახმარების ოფისი გახსნა. ორგანიზაცია უკვე 4 წელია არსებობს თუმცა ძირითადად თბილისში საქმიანოდა. ასოციაციის თავმჯდომარის, ალეკო კობაიძის თქმით - "ამ წლების მანძილზე ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარეთ, მოვემსახურეთ სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს. მოქალაქეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხზე, თუ კი მათი უფლებები ირღვევა მოგვმართონ ჩვენ და დავეხმარებით". ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის რუსთავის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანი კეკენაძე - "ჩვენ თანამოქალაქეებს მოვემსახურებით როგორც სისხლის ასევე სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმის წარმოებისას, გავუწევთ იურიდიულ კონსულტაციას და სასამართლოში საქმის წარმოების შემთხვევაში დავეხმარებით სრულიად უფასოდ. განვახორციელებთ სხვადასხვა საინტერეო პროექტებს რომელშიც ნებისმიერ ახალგაზრდას შეეძლება მონაწილეობის მიღება". ორგანიზაციას ფილიალები გახსნილი აქვს თბილისში და ბათუმში, დღეიდან კი რუსთაველებს მოემსახურებიან.