პაატა იმნაძე "მიუ" შტამზე

2021-09-21 17:41:43

"მიუ" შტამს აქვს ის მახასიათებლები, რამაც ის შესაძლოა შემაშფოთებელი გახადოს, მაგრამ ჯერ არ გამხდარა - ასე, რომ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას, წინასწარ ნუ წავიყრით ნაცარს თავზე", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.

მისი თქმით, მუტაციები სულ იქნება "მიუ" იქნება ეს თუ სხვა შტამები,სხვადასხვა სახელებით.

"დღეს ჩვენ იმაზე ვიფიქროთ რაც გვაქვს, დელტა შტამი გვაქვს ასევე 15% გვაქვს დელტა პლიუსუს შტამი. იმაზე ვიფიქროთ როგორ დავიცვათ თავი, თავიდან ავიცილოთ რეანიმაცია და სიკვდილიანობა"-განაცხადა იმნაძემ.