"გამოვრიცხავ ჩვენი გუნდის წევრს ეცემა" [video]

2021-09-21 17:00:50

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" რუსთავის მერობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე გამორიცხავს, რომ მისი გუნდის წევრებს ენმ-ის მხარდამჭერი ეცემათ. [ვიდეო/video]

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ნინო ლაცაბიძემ განუცხადა. მმართველი გუნდის რუსთავის მერობის კანდიდატის განცხადებით, მისი გუნდის მიზანია რომ საარჩევნო კამპანია მშვიდ ვითარებაში წარიმართოს.

"არ ვიცნობ ამ ადამიანს და ვუსურვებ გამოჯანმრთელებას. ძალიან სამწუხარო ფაქტია. გამოძიება დაიწყო და რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოვიძიოთ მიზეზი და მიზანი რა იყო ამ ყველაფრის. ბატონი კირკიტაძე რას აცხადებს ამაზე არ გამიკეთებია კომენტარი და არც მომავალში გავაკეთებ. მე მესმის, ქალაქში ვის სჭირდება დესტრუქცია, ამ ტიპის მძიმე ამბებით მანიპულირება წინასაარჩევნოდ. ჩვენი და მთელი გუნდის მიზანია, რო საარჩევნო კამპანია წარიმართოს მშვიდ პროცესში და მოსახლეობას გავაგებინოთ, რას ვაპირებთ, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მომავალში, რა გეგმები გვაქვს და რა რესურსით ვაპირებთ მათი პრობლემების მოგვარებას. მათი გეგმაა იყოს დესტრუქცია და ეს ყველაფერი მიაწერონ ქართულ ოცნებას",- აცხადებს ნინო ლაცაბიძე.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში ენმ-ის მხარდამჭერს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მისი განცხადებით ანგარიშსწორება მის პოლიტიკურ აქტივობებს უკავშირდება.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები