რუსთავში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერს ივანე გველესიანს სცემეს. [ვიდეო/video]
როგორც "ინფო რუსთავთან" ოჯახის ახლობელი აცხადებს, ფიზიკური ანგარიშსწორება მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირდება.
"ვანო ყვება, რომ ღამე სახლში შედიოდა, სადარბაზოში უცნობმა მამაკაცმა თხოვა სიგარეტი, წაიღო ჯიბეზე ხელი და ჯიბიდან ხელის ამოღებაც ვერ მოასწრო, ამ პერიოდში რამდენიმე დარტყმა განახორციელა სახის არეში და მიიმალა. წინა დღეებში ვანო გააფრთხილეს შეშვებულიყო პოლიტიკურ აქტივობას, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ. მხარდამჭერი იყო გაერთიანებული ოპოზიციის. განცხადებაც დაწერა სამსახურში და წამოვიდა, რუსთავის ააიპში მუშაობდა",- აცხადებს ნაცემი კაცის ახლობელი.
რუსთავის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატის, დავით კირკიტაძის განცხადებით მისიმხარდამჭერს, ივანე გველესიანს ქართული ოცნების წარმომადგენლები გაუსწორდნენ ფიზიკურად.
"ვანო გველესიანი არის ადამიანი, რომელმაც საჯაროს განუცხადა ქართული ოცნების ჩინოვნიკებს, რომ ის არ შეასრულებდა მათ უკანონო დავალებას, რომელიც ეხებოდა მხარდამჭერების შეგროვებას. რის გამოც იძულებული გახდა დაეწერა განცხადება და წამოსულიყო სამსახურიდან. ამის შემდეგ მას დაემუქრნენ და სამწუხაროდ ასე ვერაგულად გუშინ საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ",- განაცხადა რუსთავის მერობის საერთო ოპოზიციურმა კანდიდატმა დავით კირკიტაძემ.
ნაცემი ივანე გველესიანი კლინიკა "რუსთავშია" მოთავსებული, სადაც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ მამაკაცი თავის ტვინის შერყევით შეიყვანეს, მას ასვე აღენიშნება დაზიანებები თვალისა და ცვირის არსეში დაზიანებები. ჩაუტარდა სამედიცინო გამოკვლევები და მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად ფასდება.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.