რუსთავის ახალგაზრდობის სკვერში ახალ ხე-მცენარეებს რგავენ [photo]

2021-09-21 16:28:11

რუსთავში, ახალგაზრდობის სკვერის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა.

განახლებულ სკვერში რუსთავსერვის ცენტრის თანამშრომლებმა ახალი ხემცენარეების დარგვა დაიწყეს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" სერვისცეტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა ნინო მახათაძემ განუცხადა დასასვენებელი სივრცის მთელს ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის ხე-მცენარეები დაირგვება.

"რუსთავის ახალგაზრდობის პარკის რეაბილიტაცია სრულდება და ბოლო ეტაპია ამ სკვერის მწვანე ნარგავებით შევსება. რამდენიმე ტიპის ნარგავები დაირგვება. მცენრაეების ნაწილი იქნება დეკორატიული ნაძვი, ასევე ბურთის ფორმის  ლუგუსტრუმი, ფოტინია და ეონიმუსი",- განაცხადა ნინო მახათაძემ.

ცნობისთვის, ახალგაზრდობის სკვერის რეაბილიტაცია რამდენიმე თვის წინ დაიწყო და სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 654 439 ლარია გამოყოფილი.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები