დმანისში დაპირისპირება მოხდა. სოფელ განთიადში 2 პირი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, ინცინდენტი კავშირშია ოპოზიციური კანდიდატის მხარდამჭერებთან.
როგორც მოქმდმა მერმა, გიორგი ტატუაშვილმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, ის და კახა ოქრიაშვილი მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრას მართავდნენ, რა დროსაც, მათი თქმით, სუსის მიერ მობილიზებულმა პირებმა დანით დაჭრეს ოპოზიციის 2 მხარდამჭერი.
"ყველაფერი ქართული ოცნების და სუსის აქტივმა დაგეგმა. ჩვენი შეხვედრის დროს, 2 მანქანით მოვიდნენ, არის ვიდეოები გადაღებული. ჩვენი მხრიდან არანაირი კონფილიქტი არ ყოფილა, დაიწყეს წივილი, კივილი, ლანძღვა-გინება, ცემა. ერთი 20 კაცი იყო, ქართული ოცნების აქტივი და სუსის თანამშრომლები არიან პარალელურად ყველა. ცივი იარაღით დაჭრეს ჩვენი მხარდამჭერები", - განაცხადა გიორგი ტატუაშვილმა.