რუსთავის სარაგბო სტადიონზე ამხანაგური მატჩი გაიმართა. რუსთავის "ხარებმა" პატარძეულის "ვეფხვებს" უმასპინძლა. შეხვედრა მასპინძლების უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა თამაშის მიწურულს რუსთაველებმა ძალები მოიკრიბეს და "ვეფხვები" 25:0 დაამარცხა. შეგახსენებთ რომ "ხარებმა" პირველი ამხანაგური მატჩი "ლოკომოტივთან" გამართა და მოწინააღმდეგე დიდი უპირატესობით დაამარცხა.