ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქუთაისში. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა. ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი იყო მობილიზებული