ახალგაზრდული აქტივობა ცენტრალურ პარკში

2017-08-13 18:06:09

რუსთავის ცენტრალურ პარკში ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია „აქატის“ ორგანიზებით სხვადასხვა აქტივობები გაიმართა. ორგანიზაციის წევრის და ღონისძიების წამყვანის, დიმიტრი მიმინოშვილის განცხადებით, „აქატი“ სულ ცოტა ხნის წინ დაარსდა და ის რუსთაველი ახალგაზრდების განვითარებასა და გახალისებაზე ზრუნავს. ღონისძიების ფარგლებში მუსიკის თანხლებით სხვადასხვა გასართობი თამაშები, შეჯიბრებები და გასაგრილებელი აქტივობები გაიმართა.