ქუთაისში ახალშობილი ტყუპები კორონავირუსით გარდაიცვალნენ.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კლინიკა ბომონდში ინფორმაცია დაუდასტურეს და განუცხადეს, რომ ორივე ტყუპის ფილტვი კოვიდური პნევმონიით სრულად იყო მოცული.
“ტყუპები დაბადებისთანავე აპარატზე გადავიდნენ. რესპირატორული დისტრეს სინდრომით დაიბადნენ და დინამიკაში დამძიმდნენ. ორივე ტყუპი კოვიდდადებითი დაიბადა. კოვიდური პნევმონია ჰქონდათ. მთელი განყოფილება 24-საათიან რეჟიმში ვიბრძოდით მათი სიცოცხლისათვის. პატარებისთვის მკურნალობა და ყურადღება არ დაგვიკლია, თუმცა ამის მიუხედავად, სამწუხარო შედეგი დადგა,”-აცხადებს “კლინიკა ბომონდი”-ს ახალშობილთა ინტენსიური განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ბარათაშვილი.
ცნობისთვის, ტყუპების დედაც კორონავირუსით გარდაიცვალა.