ნინო იმედაშვილი რუსთავის მერობისთვის იბრძოლებს (ვიდეო)

2017-08-13 14:28:21

პარტია "ევროპული საქართველოს" ლიდერებმა რუსთავში მერობის კანდიდატი წარადგინეს. გიგი უგულავამ და გიგა ბოკერიამ რუსთაველებს ნინო იმედაშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს და პარტიის წინასაარჩევნო გეგმებზე ისაუბრეს. ნინო იმედაშვილმა რამდენიმე გზავნილი გააჟღერა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მერად აირჩევენ, აუცილებლად გაზრდის პენსიას 30 ლარით, ასევე მოხდება სოციალურად დაუცველების დახმარება. იგი ფიქრობს, რომ რუსთავს აქვს საინტერესო და სასარგებლო ადგილმდებარეობა იმისთვის, რომ ინფრასტრუქტურა განვითარდეს, ამიტომ რუსთაველებს პირდება, რომ შეეცდება დეველოპერების დათანხმებას მტკვრის ხეობის მიმდებარედ, ახალი განაშენიანების და ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის. ნახეთ ვიდეო.