ვინ დაურეკა შს მინისტრს და რა თქვა მან სააკაშვილზე (ვიდეო)

2017-08-13 12:51:26

იუთუბ არხი Страна.ua-ს ავრცელებს აუდიო ჩანაწერს, სადაც, მათივე თქმით, საუბრობს უკრაინის შსს მინისტრი არსენ ავაკოვი და საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი. საუბარი ეხება მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ვიზიტს და იმას, თუ რა მოუხერხონ მას. ბლოგერები ირწმუნებიან, რომ მათ უბრალოდ მახეში გააბეს მინისტრი და მას უკრაინის შს მინისტრის სახელით დაელაპარაკნენ. გავრცელებულ აუდიჩანაწერთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარი გააკეთეს და განაცხადეს, რომ - „მსგავსი სატელეფონო საუბარი საერთოდ არ შემდგარა, არც უკრაინის შს მინისტრთან და არც სხვა პირთან. ზოგადად, იმის დაშვებაც კი, რომ 2 ქვეყნის შს მინისტრები სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან თემებს განიხილავენ არადაცული სატელეფონო კავშირის მეშვეობით, არასერიოზულია.“ ნახეთ ვიდეო.