ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე დაჭრილი 20 წლის ბიჭი დღეს დილით სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. ინფორმაციას სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში ადასტურებენ.
შეგახსენებთ, გუშინ, ვერაზე ახალგაზრდა ბიჭის მიმართულებით 9-ჯერ გაისროლეს. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირებას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.