ფოლადის სტადიონზე პირველი ლიგის ბოლო ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს რუსთავის „რუსთავი“ და ხობის „კოლხეთი“ დაუპირისპირდნენ. თამაში 8 ქულიანი სხვაობით ანგარიშით 8:0 რუსთაველების სასარგებლოდ დასრულდა და რუსთავის „რუსთავი“ თეთრი ჯგუფის ჩემპიონი გახდა. მატჩის ბოლოს საუკეთესო მოთამაშეებიც გამოვლინდნენ. რუსთავის გუნდიდან საუკეთესო მოთამაშედ დათა სიჭინავა დასახელდა, რომელმაც დღეს 4 გოლის გაიტანა შეძლო. ხობის „კოლხეთიდან“ კი საუკეთესო მოთამაშის ტიტული გიორგი გოგელიამ მიიღო. მატჩის დასასრულს გამარჯვება ქალაქის მერმა და თვითმმართველობის წევრებმა ფეხბურთელებს პირადად მიულოცეს.