"აიცერი და მოიგეს" რუსთაველი გამარჯვებულები [photo]

2021-09-15 00:47:05

"აიცერი და მოიგე"- ს ყოველდღიური გათამაშების გამარჯვებულებიდან 2 რუსთაველია. პირველი გამარჯვებულების სრული სია საიტზე - Stopcov.lotto.ge-ზე განთავსდა.

გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, ერთ-ერთმა რუსთაველმა ლატარიაში 500 ლარის ოდენობით თანხა, მეორემ კი 100 ლარი მოიგო.

ინფორმაციაში ასევე ვკითხულობთ, რომ ნ.დ., რომელიც 100 ლარის მფლობელი გახდა, "ფაიზერითაა" აცრილი, 500 ლარის მფლობელი თ.ც. კი "სინოფარმით".

ლატარია "აიცერი და მოიგე" ვაქცინაციის პროცესის სტიმულირების მიზნით იმართება. ლატარია 2021 წლის 13 სექტემბრიდან დაიწყო და გაიმართება 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

ყოველდღიურად გათამაშდება 100 და 500 ლარი, ყოველკვირეულად 1 000, 1 500, 5 000 და 10 000 ლარი, ხოლო შემაჯამებელი გათამაშება წლის ბოლოს გაიმართება და საპრიზო ფონდი 100 000 ლარი იქნება.

იმის გასარკვევად, მოიგეთ თუ არა ლატარიაში თანხა, უნდა გადახვიდეთ ლინკზე https://stopcov.lotto.ge და მითითებულ გრაფაში პირადი ნომერი შეიყვანოთ.

 

 


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები