რუსთავში ახალი სავაჭრო ცენტრი აშენდება (ფოტოები)

2017-08-11 23:09:29

რუსთავში ახალი სავაჭრო ცენტრი აშენდება. კომპლექსს ჩინელი ინვესტორები ააშენებენ სადაც განთავსდება სხვადასხვა ბრენდის მაღაზიები, კვების და გასართობი ობიექტები, ექნება საკუტარი პარკინგი. ძირითადი შენობა 3 სართულიანი იქნება, ასევე განთავსდება 2 სართულიანი და 1 სართულიანი ობიექტები. ეს იქნება ღია სავაჭრო სივრცე, სადაც მომხმარებელი გარდა "შოპინგისა" დაისვენებს და გაერთობა. პროექტი 2 წელიწადში უნდა დასრულდეს, თუმცა კომპლექსის დასრულებამდე სავარაუდოდ რამდენიმე მაღაზია გაიხსნება და პარალელურად იქნება სამშენებლო სამუშაოები. სავაჭრო კომპლექსი ლომოურის და ახმეტელის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, (ყოფილი პურის ქარხანა "ნინოს") ადგილზე აშენდება.

ჩინელი ბიზნესმენები რუსთავში 2016 წლის 3 ნოემბერს იმყოფებოდნენ, ისინი ქალაქის მერს დავით ჯიქიას შეხვდნენ და რუსთავში ინვესტიციის განხორციელების სურვილი გამოთქვეს.