კომპანია "რუსთავის წყალი" განცხადებას ავრცელებს - "დღეს, 11 აგვისტოს, გაგარინის ქუჩაზე, კომპანია „რუსთავის წყლის“ 800 მმ-იანი ცენტრალური მაგისტრალი ავარიულად დაზიანდა. ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფი. მიმდებარე ტერიტორიის დატბორვის თავიდან აცილების მიზნით, დაიკეტა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, 11 აგვისტოს, საღამოს 20:00 საათიდან, ხვალ, 12 აგვისტოს დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ქ. რუსთავის მარჯვენა სანაპიროს ნაწილს, მარცხენა სანაპიროს და ჭყონდიდელის დასახლებას.
კომპანია „რუსთავის წყალი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს.