მესხიშვილის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს

2017-08-11 19:53:39

მესხიშვილის ქუჩაზე 40 წლამდე მამაკაცი დაჭრეს. მეზობლების ინფორმაციით, მამაკაცი კიდურისა და მკერდის არეში იყო დაჭრილი. მამაკაცს დახმარება სასწრაფო ეკიპაჟმა ადგილზე აღმოუჩინა, მის მდგომარეობას ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება.

მომხდართან დაკავშირებით შეტყობინების საფუძველზე, გამოძიება 118 მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ, ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები.