რუსთავის საქალაქოს სასამართლომ, რუსთავის მერის ყოფილი მოადგილის გოჩა ლორიას სარჩელი დააკმაყოფილა. გოჩა ლორია ქალაქის მერს დავით ჯიქიას სამსახურიდან უკანონო გათავისუფლებას ედავებოდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით გოჩა ლორია აღდგება გათავისუფლებულ თანამდებობაზე და აუნაზღაურდება იძულებული განაცდური, რაც მოსარჩელის განცხადებით დაახლოებით 16 000 ლარს შეადგენს.
მოსარჩელე მხარე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით კმაყოფილია, გოჩა ლორიას ადვოკატი - „ჩვენთვის მოულოდნელი არ იყო ეს გადაწყვეტილება, რადგან ჩვენ მიგვაჩნდა რომ რუსთავის მერის მიერ უკანონო გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ბატონი გოჩა ლორიას გათავისუფლების შესახებ და სასამართლომ მიიღო ობიექტური გადაწყვეტილება.“ მოსამართლემ გოჩა ლორიას სარჩელის ძირითადი მოთხოვნები დააკმაყოფილა, დამატებითი მოთხოვნა კი, რაც სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას გულისხმობდა, სასაამრთლოს არ დაუკმაყოფილებია.
მერია რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილები, ზემდგომი ინსტაციის სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. ნახეთ ვიდეო.