კორონავირუსით 20 წლის სპორტსმენი გარდაიცვალა

2021-09-11 00:21:23

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით 20 წლის, სპორტსმენი ბიჭი გარდაიცვალა.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ის კლინიკაში კოვიდსასტუმროდან რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს.

ახალგაზრდა სპორტსმენი რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში 12 დღის განმავლობაში გადიოდა მკურნალობას. რო­გორც ირ­კვე­ვა, სპორ­ტსმენს ვირუს­მა ფილ­ტვე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­უ­ზი­ა­ნა, რის გა­მოც ექი­მებ­მა ფეხ­ბურ­თე­ლის გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს.

ირკვევა, რომ გარდაცვლილი ფეხ­ბურ­თე­ლი ვახტანგ ჩარ­კვი­ა­ნია.

ვახ­ტანგ ჩარ­კვი­ა­ნი თბი­ლი­სის „დი­ნა­მოს“ აკა­დე­მი­ის აღ­ზრდი­ლი იყო და ბო­ლოს გუნ­დი „ვიტ ჯორ­ჯია 2“ - ში თა­მა­შობ­და.