მომხმარებლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ

2021-09-10 18:25:09

ფინანსური თაღლითობა - საქართველოს ასეულობით მოქალაქეს საბანკო ანგარიშებიდან თანხები მოპარეს. მათი პერსონალური მონაცემები სავარუდოდ, უცოხეთიდან მოიპარეს და საბანკო ბარათებიდან თანხა მოუხსნეს.

"საზოგადოება და ბანკების" ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე ონლაინ თაღლითობის სქემაზე საუბრობს და მომხმარებლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

ბოლო რამდენიმე კვირაა "ფეისბუქ" მომხმარებლებს შეტყობინებაში მისდით გარკვეული ბმული რაღაც გათამაშების შესახებ ზოგიერთი სავაჭრო ობიექტის სახელით, თითქოს ამ ორგანიზაციას აქვს დაბადების დღე და ათამაშებს გარკვეულ ფულს და უნდა გადავიდეთ რაღაც ბმულზე იმისთვის, რომ ეს თანხა მოვიგოთ. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი მომხმარებელი მოტყუვდა, გადავიდა ამ ბმულზე და შესაბამისად, მათი პირადი მონაცემები მოიპარეს და შემდეგ უკვე თაღლითებს არ უჭირთ მათი ანგარისებიდან ფულის მოპარვა და ჩამოჭრა. მომხმარებლები უნდა იყვნენ ყურადღებით იმისთის, რომ არც ერთ არასანდო ვებგვერდს არ ანდონ პირადი ინფორმაცია, ბარათის მონაცემები, - ამბობს კეპულაძე.  

იმ პირების ვინაობის დადგენა, რომლებიც აღნიშნული სქემის უკან დგანან, რთული დასადგენია, შესაბამისად, მთავარი ფაქტორი მომრავლებული ონლაინ თაღლითობის თავიდან ასაცილებლად, მოქალაქეების სიფრთხილეა.