მეგობრობის ქუჩაზე, ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ტერიტორიაზე განთავსებული, დაზიანებლი სკამების შეკეთება მიმდინარეობს. სამუშაოებს რუსთავის უზრუნველყოფის სამსახური ახორციელებს. თანამშრომლების თქმით, მოსახლეობის მიერ დაზიანებული სკამების შეკეთება თავდაპირველად მეგობრობის გამზირზე განხორციელდება, ეტაპობრივად კი დასასვენებელი სკამები ქალაქის მასშტაბით შეკეთდება.