დღეს მერიის მოედანზე ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სიმბოლური აქცია გაიმართა, რომელშიც „საქართველოს ახალგაზრთა იურისტთა ასოციაცია“ , დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი და ქალთა ოთახი მონაწილეობდნენ. მოგვიანებით აქციას ქალაქის მერი, დავით ჯიქია, და საკრებულოს წევრებიც შეუერთდნენ. ამ დღეს საფუძვლად დები მირაბელების სასტიკი მკვლელობის ამბავი დაედო, რომელიც დომინიკის რესპუბლიკაში 1960 წლის 25 ნოემბერს მოხდა, როდესაც დიქტატორმა რაფაელ ტრუჰილოს სასიკვდილო განაჩენით დასაჯეს პოლიტიკური აქტივისტები, დები მირაბელები. 1999 წლიდან კი 25 ნოემბერი საერთაშორისო ერების ორგანიზაციის მიერ ქალთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის წლადაა გამოცხადებული. აქცია სხვადასხვა ქვეყანაში 16 დღის განმავლობაში იმართება 10 დეკემბერს, ადამიანთა უფლების დაცვის საერთაშორისო დღეს სრულდება.