ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

2017-08-11 13:12:36

რუსთავი-თბილისის ჩქაროსნული მაგისტრალზე, (სოკარის ყოფილი ბენზინ გასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე) მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ქვეითად მოსიარულე 60 წლამდე მამაკაცს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.  მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს გამთენიისას მოხდა.

გამოძიება დაწყებულია 276 მუხლის 5 ნაწილის მიხედვით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გაოიწვია.