თამარ გაბუნია ინფიცირების შემთხვევების რაოდენობაზე

2021-09-07 14:35:01

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა მცირდება და ჰოსპიტალური სექტორი მცირედ შეღავათს ამ პირობებში გრძნობს.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, რომ ამ დროისთვის კლინიკებში 8 895 საწოლია მობილიზებული.

"გარკვეულწილად შემთხვევების რაოდენობა მცირდება და სტაბილიზაციის ნიშნები გვაქვს. ჰოსპიტალური სექტორი მცირედ შეღავათს ამ პირობებში გრძნობს. ამ დროისთვის მობილიზებულია 8 895 საწოლი. კლინიკებში იმყოფება 6766 პაციენტი, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში არის 1559 პაციენტი და რეანიმაციაში არის 405. მცირედი მატება რეანიმაციის პაციენტების მიმართულებით გვაქვს.

რაც შეეხება ვაქცინაციას, დახლოებით 25 000-მდე აცრა ჩატარდა გასული 24 საათის განმავლობაში, რაც არ არის ცუდი მაჩვენებელი, თუმცა ჩვენი მიზანია 30-35 ათასი დღეში",- განაცხადა გაბუნიამ.