მსხვერპლით დასრულდა თბილისში სანაპიროს ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა. ერთმანეთს მინივენი და მოტოციკლეტი შეეჯახა. მოტოციკლეტის მძღოლი სასწრაფო სამედიცინო ეკიპაჟის მიერ საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მინივენის მძღოლს მცირედი დაშავებები აღენიშნება.
ავარიის გამო, აღნიშნულ ქუჩაზე დროებით შეზღუდული იყო ავტომობილების გადაადგილება. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო და საპატრულო ეკიპაჟი.