საქართველოში კოვიდ-პანდემიის მეხუთე ტალღა იქნება, მაგრამ არ იქნება ისეთი მძიმე, როგორიც მესამე და მეოთხე ტალღა იყო, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამის თქმის საფუძველს რამდენიმე ფაქტორი იძლევა.
„პირველი - მეტი სრულად ვაქცინირებული, მეორე - საზოგადოების მიერ შეძენილი მეტი გამოცდილება და პასუხისმგებლობა და რეგულაციების აღსრულების მეტი კულტურა და მესამე ახალი სამკურნალო საშუალებების შემოტანა და დანერგვა. ვიყოთ იმედიანად, მეხუთე ტალღა იქნება, მაგრამ არა ისეთი მძიმე, როგორც მესამე და მეოთხე იყო“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.