გაზზე მომუშავე ამწე-კალათა აფეთქდა (ვიდეო)

2017-08-10 16:17:40

ბორჯომში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვვის შედეგად რუსთაველი მამაკაცი დაშავდა. ხაშურიდან ბორჯომის მიმართულებით მოძრავ ამწეს, რომელიც ბუნებრივ აირზე მუშაობდა, ცეცხლი გაუჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილის აფეთქება, აირის გაჟონვამ გამოიწვია. აფეთქების სიმძლავრე იმდენად დიდი იყო რომ ავტომობილი ჩარხისწყლის ხიდის მიმდებარედ, მდინარე მტკვარში გადავარდა. ავტომობილს რუსთაველი, 38 წლის მამაკაცი გ.მ. მართავდა. აფეთქებისას, მძღოლმა მანქანიდან გადმოხტომა მოასწრო, ის ჯეო-ჰოსპიტალსის ბორჯომის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია, ექიმების განცხადებით, პაციენტს შიდა მოტეხილობები აღენიშნება და მას უახლოეს პერიოდში ტრავმატოლოგიური ოპერაცია ჩაუტარდება. ნახეთ ვიდეო.


ვიდეო მასალას ბორჯომის ტელევიზია ავრცელებს.