თბილისში მამაკაცი მოკლეს (ვიდეო)

2017-08-10 13:38:08

დილით თბილისში 50 წლის მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით 44 წლის მამაკაცი ვ.ლ. დილით, გლდანში გ.პ.-სთან საკუთარი სახლში მივიდა, მათ შორის მოხდა შელაპარაკება, რის შემდეგაც ვ.ლ.-მ ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. 50 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

ეჭვმიტანილი სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე, ადგილზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ნახეთ ვიდეო.