კორონავირუსით 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა

2021-09-06 11:09:12

თბილისში კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა. ის ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში მკურნალობდა.

როგორც „ინფო რუსთავს" კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ განუცხადა, მოზარდს რიგი თანხმლები დაავადებები არენიშნებოდა და ის კლინიკაში შესვლის დღიდან ჟანგბადდამოკიდებული იყო.

„პაციენტი გუშინ გარდაიცვალა. შემოვიდა ჩვენთან 1-ელ რიცხვში. ის კლინიკაში შემოსვლიდან იყო ჟანგბადდამოკიდებული. ჰქონდა თანხმლები დაავადებები: ჰიდროცეფალია, რის გამოც ჰქონდა მას ჩატარებული ქირურგიული ჩარევა, ასევე ფსიქომოტორული სფეროს დარღვევა, ცერემბრალური დაბლა, ჭარბწონიანობა. ფილტვის ქსოვილის დაზიანება დაზიანება ჰქონდა 13-ქულიანი შემოსვლის დროს და შემდგომ კიდევ უფრო გაღრმავდა“,- განაცხადა მაია ჩხაიძემ.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები