საგანგებო მდგომარეობა თბილისის აეროპორტში

2021-09-05 19:36:22

საგანგებო მდგომარეობაა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც ავიაკომპანია "აირზენას" თვითმფრინავმა, რომელსაც რეისი თბილისი-ვენის მიმართულებით უნდა შეესრულებინა, შასი ვერ დახურა.თვითმფრინავი დაახლოებით 1.5 საათიანი მცდელობის შემდეგ დაჯდა, მანამდე კი ის დედაქალაქის თავზე ტრიალებდა. სავარაუდოდ, პილოტი ცდილობდა, რომ თვითმფრინავი საწვავისგან დაეცალა, რათა  აფეთქების რისკი არ შექმნილიყო.