ზეთი 43.9%-ით, ბოსტნეული 42.2%-ით გაძვირდა

2021-09-05 14:49:34

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აგვისტოს თვეში წლიური ინფლაციის დონემ 12.8% შეადგინა, ხოლო თვიური ინფლაციის დონე 0.7%-ია. უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მეტად ზეთი და ცხიმი გაძვირდა, ყველაზე ნაკლებად კი სატრანსპორტო საშუალებების შეძენა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები:

რძე, ყველი და კვერცხი - 3.8%;
ხორცი და ხორცის პროდუქტები - 2.6%;
ბოსტნეული და ბაღჩეული - 2.1%;
ყავა, ჩაი და კაკაო - 1.2%;
თევზეული - 1.1%;
მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 1.0%;
ფასები შემცირდა:

ზეთსა და ცხიმზე - 2.1%-ით;
ხილსა და ყურძენზე - 1.5%-ით;
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა:

პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე - 1.2%;
სატრანსპორტო მომსახურებაზე - 0.9%
სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე - 0.5%
სასტუმროები, კაფეები და რესტორნების ჯგუფში ფასები გაიზარდა:
ღამის გასათევით მომსახურებაზე - 7.2%;
საზოგადოებრივ კვებაზე - 1.1%
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირის ჯგუფში ფასები გაიზარდა:

ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე - 4.3%;
საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება - 0.5%;
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა:

ზეთი და ცხიმი - 43.9%;
ბოსტნეული და ბაღჩეული - 42.2%;
რძე, ყველი და კვერცხი - 17.3%;
შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 16.9%;
პური და პურპროდუქტები - 13.0%;
თევზეული - 11.9%;
მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 11.5%;
ხორცი და ხორცის პროდუქტები - 8.3%;
ყავა, ჩაი და კაკაო - 6.8%;
ხილი და ყურძენი - 5.4%;

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა:

პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე - 32.5%;
სატრანსპორტო მომსახურებაზე - 4.6%;
სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე - 2.9%;

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირის ჯგუფში ფასები გაიზარდა:

ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები - 13.5%;
საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება - 7.1%;
წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება - 4.5%;
ჯანმრთელობის დაცვა, ჯგუფში ფასები მომატებულია:

სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის - 17.9%;
საავადმყოფოების მომსახურების - 5.3%;
ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება - 5.0%.