რატომ გახმა ხეები

2017-08-10 11:57:33

ლომოურის ქუჩაზე კომერციული ობიექტის მშენებლობის დროს გადარგული 12 ხე გახმა. საკითხთან დაკავშირებით „ინფო რუსთავს“ ობიექტის სიახლოვეს მცხოვრები ადგილობრივები დაუკავშირდნენ და ფაქტი გააპროტესტეს. „ინფო რუსთავი“ ობიექტის მფლობელს დაუკავშირდა. მან ჩვენთან საუბარში განაცხადა რომ ხეებს უვლიდა და მცენარეების მორწყვას ინტენსიურად ახორციელებდა, თუმცა ამის მიუხედავად ხეები გახმა. იქიდან გამომდინარე რომ ადგილობრივები ობიექტის მშენებლობასა და ხეების გადარგვას თავიდანვე აპროტესტებდნენ, ობიექტის მეპატრონეს ეჭვი აქვს რომ ხეები მიზანმიმართულად გაახმეს.

ობიექტის მეპატრონე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს რომ, რგვის სეზონზე თითო გამხმარი ფიჭვის ნაცვლად აღნიშნულ ტერიტორიაზე, 5 ცალ ხეს დარგავს.